“ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ ახალი ინსტიტუტის შექმნა არ იყო აუცილებელი”

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეუთოს მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციებს ეხმიანება, რომლებიც პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას მედიაომბუდსმენის შექმნის შესახებ შეეხება.

“ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ ახალი ინსტიტუტის შექმნა არ იყო აუცილებელი, არსებობს რამდენიმე ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე. ალბათ უპრიანია გაძლიერდეს უფრო არსებული ინსტიტუტები. რაც შეეხება ეუთოს დახმარებას, შესაძლოა მხოლოდ რაღაც მოკლევადიანი ექსპერტიზის სახით ყოფილიყო ეს დახმარება, რაზეც უშუალოდ ეს დასკვნაც მიუთითებს, შესაბამისად ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა ეუთოს დასკვნას” – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

რეკომენდაციები იხ.

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/25314/mediaombudsmenis-institutis-sheqmnaze-eutom-sakutari-mosazrebebi-tsarmoadgina