გელათის მონასტერში ტურისტები გაქურდეს

გელათის სამონასტრო კომპლექში, ტურისტები გაქურდეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა დღის 12 საათზე მოხდა. უცნობმა პირებმა სტუმრების რამდენიმე ჩანთა წაიღეს.

ამის შესახებ ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს.

“გაფრთხილდით! თურმე ჩალით ყოფილა ეს ქვეყანა დაფარული. დღისით მზისით მანქანა გაგვიტეხეს ტურზე გელათში პარკინგზე. სტუმრების რამდენიმე ჩანთა წაიღეს. დღის 12-ზე გელათში,” – წერს სოციალურ ქსელში ნატალი ანდრონიკაშვილი.