“არ გჯერათ, რომ საქართველოში არჩევნები ფარსია და ხალხი, მხოლოდ ამ დიდი სპექტაკლის დეკორაცია?”

ლადო ბედუკაძე

მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი

-“არჩევნების შედეგებამდე ჯერ ადრეა, თუმცა ძალიან მებრალებით ის ადამიანები, ვისაც გჯერათ და გწამთ, რომ არჩეული ხელისუფლება აღადგენს სამართლიანობას და „დაასრულებს ნაციონალურ მოძრაობას“…
რა უშლიდათ მათ ხელს ამისთვის 2012 წლის ოქტომბრიდან? – აშშ და დასავლელი პარტნიორები ხომ არა?
რა უშლიდათ ხელს დაეკავებინათ ნეოფაშიტური ძალის იდეოლოგები , მეთაურები სააკაშვილი, ბოკერია და სხვები ? – აშშ და დასავლელი პარტნიორები ხომ არა?
რა უშლიდათ მათ ხელს დაემკვიდრებინათ სამართლიანობა და პასუხი მოეთხოვათ ბიუჯეტის ვირთხებისთვის? – აშშ და დასავლელი პარტნიორები ხომ არა?
ვინ დაავალა მათ დამნაშავე რეჟიმთან კოაბიტაცია?- აშშ-მ და დასავლელმა პარტნიორებმა ხომ არა?
ნეტავ ეხლა რა შეიცვალა? აღარ ჩაერევა მეფისნაცვალი „ წმინდა იანი „ საქართველოს შიდა საქმეებში?
თუ არ გჯერათ, რომ საქართველოში არჩევნები ფარსია და ხალხი, მხოლოდ ამ დიდი სპექტაკლის დეკორაცია? არჩევნები, რომლის შედეგებიც სამწუხაროდ წინასწარ უკვე დაწერილია აშშ-ს საელჩოში 2-3% -იანი ლუფტით !

კომენტარის დატოვება