სკანდალი თუ კურიოზი?- ლაგოდეხში ენმ-ს კანდიდატი საარჩევნო ბიულეტინში არ აღმოჩნდა

   ლაგოდეხის 26-ე ოლქის #4 უბანზე არასწორი ბიულეტენები ჩაიტანეს, სოფელ მაწიმიაში სადაც კენჭს ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარ კანდიდატად გურამ კაკალაშვილი იყრის, მისი სახელი, გვარი და პარტიული ნომერი საარჩევნო ბიულეტინში საერთოდ არ აღმოჩნდა.

კაკალაშვილის განცხადებით, ეს არის გაყალბების მცდელობა, რადგან ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ ამ ოლქში არჩევნებს ყოველთვის ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იგებს.

აღნიშნულზე კომენტარი გაკეთდა ცესკო-ში.

-„ასეთი იყო სულ 2 ბლოკნოტი. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა იმ ბიულეტენების შესახებ, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს და მიიღებს კანონით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას“-აცხადებს ცესკო.

კომენტარის დატოვება