სანდრა რულოვსი დაპირდა ხალხს, რომ ქალაქს საერთაშორისო დონეზე გაიცნობს ყველა

„სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდში მეფობს ტერორი, კორუფცია და კრიმინალი,“ – ეს განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ოპოზიციური გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, სანდრა ელისაბედ რულოვსმა, გააკეთა.

განმუხურში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს სანდრა რულოვსმა იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც დღეს ზუგდიდელებს აწუხებთ.

სანდრა რულოვსის თქმით, მის წინააღმდეგ ზუგდიდში მიმდინარე კამპანიაში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია არის ჩართული.

სანდრა რულოვსი დაპირდა ხალხს, რომ ის მზრუნველი მერი იქნება და ქალაქს საერთაშორისო დონეზე გაიცნობს ყველა.