„ევროპულმა საქართველომ“ პრემიერი ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა

„ევროპულმა საქართველომ“ პრემიერმინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინაშე მაისის ბოლო პარასკევს წარდგება.

პირველი ინტერპელაციის დროს, 22 მარტს პარლამენტში სწორედ მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. მაშინ ის ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.