“ნაციონალების კომისიის წევრები აგიტაციას ეწევიან-გვიპასუხოს ცესკო-მ რასთან გვაქვს საქმე?!.”

ნატალია ხოხიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველო“

-„მიუხედავად იმისა, რომ წელს ცესკო-მ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა არჩევნების მოსამზადებლად, კომისიების დასაკომპლექტებლად და არჩევნების ჩასატარებლად, საკმაოდ დაბალი პროფესიონალიზმი ვლინდება.

ახლა თბილისის სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან მირეკავენ. როგორც აღმოჩნდა, ნაციონალების კომისიის წევრები ღია აგიტაციას ეწევიან. ჩვენ საჩივარი არ დავწერეთ და შენიშვნის სახით დავაფიქსირეთ, ასევე მოვუწოდეთ კომისიების თავმჯდომარეებს აღკვეთონ ეს დარღვევები, მაგრამ კომისიის თავმჯდომარეები, მდივნები და მოადგილეები ამბობენ, რომ მათ შენიშვნის მიცემის უფლება არ აქვთ.

გვიპასუხოს ცესკო-მ რასთან გვაქვს საქმე?!.“-აცხადებს ხოხიაშვილი.

 

 

კომენტარის დატოვება