გია ვოლსკი – ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ სოფლის „ბირჟაზე” იტყვის იგივეს, რაც სააკაშვილმა თქვა

ვფიქრობ, „ნაცმოძრაობას” მართებს კონკრეტული წინადადებების წარმოდგენა, ვინაიდან,სააკაშვილის წარმოდგენილ ხედვას, კონკრეტიკა აკლია , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ სოფლის „ბირჟაზე” იტყვის იგივეს, რაც სააკაშვილმა თქვა.

„სააკაშვილი არ მგონია იცნობდეს საგადასახადო სისტემას, რომელიც მისი მმართველობის შემდეგ საერთოდ შეიცვალა და ძარცვიდან სახელმწიფო გადავიდა ბიზნესის ხელშეწყობაზე. არ მგონია მას ზედმიწევნით ინფორმაცია ჰქონდეს ან საერთოდ რაიმეს კითხვის, გაანალიზების უნარი გააჩნდეს. თუკი მართლა არიან ეკონომისტები მათ შორის, რომელიც ფრაქციაშიც ჰყავთ, მუშაობა უნდა იყოს ამ თემებზე და არა ის, რომ მუდმივად ისმოდეს მოთხოვნა, რომ სააკაშვილი საკნიდან უნდა გამოვიდეს. თუ რაიმე აქვთ, წარმოადგინონ”, – განაცხადა ვოლსკიმ.