ნიკოლოზ სამხარაძე – როდესაც არის ლაპარაკია ნავალნის მომხრე ოპოზიციონერის შემოშვება-არშემოშვებაზე, გაგახსენებთ, ნავალნიმ 2008 წელს რა უწოდა ქართველებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შემოშვება-არშემოშვების თემაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი სტრუქტურები, შსს და სუს-ი იღებენ.

სამხარაძის თქმით, რუს პოლიტიკოს დმიტრი გუდკოვთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.

„ცოტა გაუგებარია. ნებისმიერი ადამიანის ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვების თემაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სტრუქტურები, შსს და სუს-ი. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. გუდკოვი მანამდე იყო დუმის წევრი, იმ დუმისა, რომელმაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა. ამიტომ, აქ აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ.

აქვე, როდესაც ნავალნის მომხრე ოპოზიციონერის შემოშვება-არშემოშვებაზე არის ხოლმე ლაპარაკი, მინდა, გაგახსენოთ, 2008 წელს ნავალნიმ რა უწოდა ქართველებს და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საქართველოსადმი მის დამოკიდებულებებზე. მედალს ორი მხარე აქვს და მოვუწოდებდი ყველას, ასევე მედიასაშუალებებს, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, თავდაპირველად გავითვალისწინოთ საქართველოს ინტერესები და როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ, ჩავიხედოთ წარსულში, ვის რა აქვს ნათქვამი საქართველოზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.