ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, ნეტავ ყოფილიყო, სრულიად საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, როგორი კლოუნია

სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს ადამიანი არის კლოუნი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

„რაც შეეხება სააკაშვილს, პირველი – სააკაშვილი საქართველოში არ არის. მეორე – ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, მანამდეც, და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მესამე – ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში, სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია, მათ შორის – პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია, თამამად გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.