მამუკა ხაზარაძე – მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

მე, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ქვეყანას პლებისციტი არ სჭირდება.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია.

„მე მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები. პლებისციტი არის ის, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ – ადამიანებს, ჩვენ მოქალქეებს ვკითხოთ თავისი მომავლის ბედი. თუ ადამიანებს ვეუბნებით არჩევანი გააკეთოს, მაშინ რატომ არ უნდა ვკითხოთ მოქალაქეებს, გვინდა თუ არა ჩვენ მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს?!

პროცესი ჩიხშია შესული. ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია. გამოსავალია განვითარებაზე სტაბილურად გადასვლა. განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები“, – აცხადებს ხაზარაძე.