ნათია თურნავა – კაშხლები, ისევე  როგორც მთელს მსოფლიოში ასევე, ნამახვანის შემთხვევაშიც დაიცავს ხეობას, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს არ მთავრდება და გაგრძელდება

შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი და აუცილებელიც. ცოტა დაგვიანებული გამოდგა, ვეთანხმები მოსახლეობას, მაგრამ მაინც დიდი დადებითი შედეგის მომტანი იყო, – ამის შესხებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, „ნამახვანიჰესთან“ დაკავშრებით გამართული  შევდერის შემდეგ ჟურნალსიტებთან განაცხადა.

„ბევრი კითხვა, რომელიც დღეს „ნამახვანიჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშრებით ისმის, არსებობს მათზე პასუხები. ჩვენმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ გრავიტაციული კაშხლის დანგრევის არცერთი პრეცენდენტი არ არსებობს მსოფლიოში. ამის შანსი არის 1 – მილიარდთან მიმართებაში. ასევე, არ შესააბამება სინამდვილეს  საკითხი, ქანების სპეციფიკასთან დაკავშირებით.

კაშხლები, ისევე  როგორც მთელს მსოფლიოში ასევე, ნამახვანის შემთხვევაშიც დაიცავს ხეობას მეწყრული პროცესებისგან. ის აპოკალიფსური სურათი, თითქოს წამოვა რაღაც ტალღა, ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც არასოწრად ვრცელდება და შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში.

მთლიანობაში შეხვედრა ძალიან კარგი გამოდგა. ჩვენ რადენიც შევძელით ამ ფორმატში იმდენ კითხვას გავეცით პასუხი, მაგრამ ამით შეხვედრები არ მთავრდება,“ – განაცხადა თურნავამ.