ნათია თურნავას განცხადებით, ის და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდებიან

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის და სოფლის მეურნების მინისტრი ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“ , რომლებიც 132-ე ღამე კარვებში ათევენ, შეხვდებიან.

„დღეს ალბათ, ტექნიკური პრობლემების გამო უფრო ფარტომასშტაბიანი შეხვედრა ვერ შედგა. ამიტომ, ის ადამიანები, რომელებიც კარვებში იმყოფებიან , ვგულისხმობ „რიონის ხეობის მცველებს“ და   არ დაესწრნენ შეხვედრას, აქედან გამომდიანარე  მე  და ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩავიდეთ მათთან, შევხვდეთ და  შევთანხმდეთ მათთვის მისაღებ დროსა და ფორმატზე, თუ როდის შეიძლება საუბარი.

ჩვენი დიდი სურვილია გაიმართოს მათთან საუბარი. გვესმის მათიც რატომ არ ისურვეს დღეს ცაგერში ჩამოსვლა. ვეთანხმებით, რომ ღია ფორმატი აუცილებელია და ხედავთ, რომ  დღევანდელ შეხვედრას მედია სრულად დავასწარით,“ -განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს ცაგერში ეკონომიკისა და სოფლიოს მეურნეობის მინისტრები  ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობას „ნამახვანიჰესთან“ დაკავშირებით საკითხის განსახილველად შეხვდნენ.