ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-62კმ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-62კმ მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აიკრძალა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.