გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს, რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობდნენ. სპეცრეისი ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კომენტარში განაცხადა, უახლოეს პერიოდში დეპორტირებული მოქალაქეების ჩამოყვანა კვლავ იგეგმება.

„თავშესაფრის ძებნის მიზეზად ისინი ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ. უახლოეს პერიოდში კვლავ იგეგმება სპეცრეისით დეპორტირებული მოქალაქეების ჩამოყვანა“, – აღნიშნა ირმა ცირამუამ.

როგორც მან განმარტა, მიმდინარე წელს ევროპიდან მსგავსი 30-მდე სპეცრეისია შესრულებული.