ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო. მოსახლეობა დაახლოებით 200 მეტრში მდებარე ცემენტის ქარხნის, კომპანია Georgian Cement Company (GCC)-ის მუშაობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების თქმით, მტვერის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. 

,,ფანჯრებს ვერ ვაღებთ. ეზოში მცენარეები დაჭკნა. ასთმიანი ვარ და ამ ქარხნის მუშაობის დროს წამალიც ვერ მშველის. დაგვეხმარეთ“, – განაცხადა ქარხნის მიმდებარედ მცხოვრებმა შაქრო შენგელიამ.

კომპანია GCC-ში კომენტარს არ აკეთებენ.

მოსახლეობა პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ცენტრალური მაგისტრალის ბლოკირებით იმუქრება.