საქართველოს პარლამენტი მედიას მიმართავს

საქართველოს პარლამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის 20 მარტიდან მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის.

ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parliament.ge /გვიყურეთ ონლაინ/

ოპერატიულად გადმოგეგზავნებათ იგივე ვიდეომასალა რედაქციებში.

ჟურნალისტებმა კითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: prdepartment@parliament.ge

შემოთავაზებული წესრიგი განპირობებულია თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე, პარლამენტში მედია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.