იაგო ხვიჩია – დღესაც მზად ვარ ფსონების მისაღებად მათგან, ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოშია, კაცი ამბობს, აქ ვარო და მე ვერ ვპოულობ მის თანამოაზრეებს, ვინც ამაში დამენაძლევება

დღესაც მზად ვარ ფსონების მისაღებად იმ ხალხისგან, ვისაც სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. მზად ვარ, მათ დავენიძლაო, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, სააკაშვილი შეთანხმებულია „ქართულ ოცნებასთან“ და ისეთ ვიდეოებს აქვეყნებს, როგორიც „ქართული ოცნებისთვის“ არის ხელსაყრელი.

„ზოგადად, ცალკე პრობლემაა, როცა ლაივს შენივე აშენებული ქალაქიდან დებ და ხალხი მაინც არ გიჯერებს, აქ ხარ თუ არა. კაცი ამბობს, აქ ვარო და მე ვერ ვპოულობ მის თანამოაზრეებს, ვინც ამაში დამენაძლევება. ჩემი მოსაზრებაა – სააკაშვილი შეთანხმებულია „ქართულ ოცნებასთან“ და ისეთ ვიდეოებს დებს, როგორიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. სააკაშვილის ასეთი ვიდეოები, მით უფრო, თუ ის საქართველოში არ არის, მხოლოდ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან სწორედ ისინი ამობილიზებენ ამომრჩეველს. ჩემი რწმენით, ეს კაცი საქართველოში საერთოდ არ არის და „ქართული ოცნების“ ამორჩეველს ასე ამობილიზებს.

ხვალ როცა გაირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს ოპოზიციური ამომრჩვევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს. თუ სააკაშვილი საქართველოში არ არის, წარმოიდგინეთ, როგორ აბუჩად იგდებს საკუთარ ამომრჩეველს და როგორ ღია ტყუილზე მიდის, რაც არ დაიმალება. წარმოიდგინეთ, საკუთარი ამომრჩევლის როგორი უპატივცემულობაა, ასეთი იაფფასიანი ტყიულით მოტყუება, რათა არჩევნები „ქართულ იცნებას“ მოაგებინო. როგორც ჩანს, „ქოცებს“ ამ არჩევნებზე ძალიან გაუჭირდათ და მიხეილ სააკაშვილს ყველანაირ ტყუილზე წასვლა და ყველანაირ ნამუსზე ხელის აღება მოსთხოვეს. ჩემი რწმენით, ის „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ავრცელებს ასეთ უხარისხო ვიდეოებს და ამბობს აღვირახსნილ ტყუილს. ახლა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზებაა საჭირო ოპოზიციური ამომრჩევლის წინააღმდეგ, რაშიც სააკაშვილი „ქოცებს“ ეხმარება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.