მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ადგილი არის იმ დაწესებულებაში, სადაც მას არც წამება, არც გაუპატიურება და არც მსგავსი რაღაცები, რაც მის დროს იყო, არ დაემუქრება

სამართალდამცველების ქმდება იქნება შემდეგი: როგორც კი სააკაშვილი ფეხს ჩამოადგამს, იმ წუთას მოხვდება იქ, სადაც უნდა იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მისი ადგილი არის იმ დაწესებულებაში, სადაც მას არც წამება, არც გაუპატიურება და არც მსგავსი რაღაცები, რაც მის დროს იყო, არ დაემუქრება“, – აცხადებს მდინარაძე.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ან სადმე ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს.

„ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ საქმეს ხედავენ, ხედავენ შეცდომებსაც, ხარვეზებსაც, ხედავენ ძალიან ბევრ გაკეთებულ საქმეს და რაც მთავარია, ჩვენგან ამ ქვეყნის სიყვარულს ხედავენ. ხედავენ იმას, რომ ყველა საკითხში მართლები და გულწრფელები ვართ. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ან სადმე ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ბოროტებაზე ყოველთვის სიმართლე იმარჯვებს და ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. 3 წელი გვექნება იმისთვის, რომ ამ მანიპულაციების, სიგიჟეების გარეშე, რასაც ისინი დგამენ ხოლმე სპექტაკლების სახით, ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.