ეკა გიგაური – ცოტა ხანში ვნახავთ, შსს-ს აქვს თუ არა ინფორმაცია ჩვენს საზღვარზე ადამიანების გადაადგილებასთან დაკავშირებით

ცოტა ხანში ვნახავთ, აქვს თუ არა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინსიტროს, ადამიანების ჩვენ საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, სახელმწიფომ, სადაც ფუნქციონირებს სახელმწფო ინსტიტუტები, მათ უნდა გააკონტროლონ საზღვრები.

„პირველ რიგში, ალბათ უნდა ვიმსჯელოთ იმ ოფიციალური განცხადებით, რაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სამინისტრომ თქვა, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს. პრინციპში, სულ ცოტა ხანში ვნახავთ, აქვს თუ არა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინსიტროს, ადამიანების ჩვენ საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია თუ არ აქვთ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ შსს ვერ აკონტროლებს სიტუაციას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.