სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დაუტოვებია – შს მინისტრის მოადგილე

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფიგზე, მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან და მათგანაც დარწმუნებით და ცალსხად გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.