ნიკა მელია – სამწუხაროდ, ამ ქვეყნის განვითარების ბორბალი უკუღმა ტრიალებს და გვინდა წაღმა დავატრიალოთ – დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას მუდმივი ბრძოლა სჭირდება

პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრობა ბევრს ამ ქვეყანაში რომ არ უკვირს, ეს, თავისთავად, არის ტრაგიკული მოცემულობა. ძალიან ბევრ ადამიანს აღარ უკვირს, რომ კვირიდან კვირამდე და, ხშირ შემთხვევაში, კვირაში რამდენჯერმე სასამართლოს ეზოში იკრიბებიან ადამიანები , – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განუცხადა.

მისივე თქმით, ობიექტურად მოაზროვნე ყველა მოქალაქე საქმის კურსშია თუ რა მოვლენებს აქვს ადგილი სახელმწიფოს ფარგლებში.

„გაჯერებულია აზრი, თითქოს, რადგან საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მართლმსაჯულება უნდა იყოს პოლიტიზირებული, სასამართლო აუცილებლად უნდა იყოს მიკერძოებული და არაობიექტური. სინამდვილეში კი შეიძლება ეს ყველაფერი ასე არ იყოს და ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ამისთვის საჭიროა ცვლილებები.

ობიექტურად მოაზროვნე ყველა მოქალაქე საქმის კურსშია თუ რა მოვლენებს აქვს ადგილი სახელმწიფოს ფარგლებში. პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრობა ბევრს ამ ქვეყანაში რომ არ უკვირს, ეს, თავისთავად, არის ტრაგიკული მოცემულობა. ძალიან ბევრ ადამიანს აღარ უკვირს, რომ კვირიდან კვირამდე და, ხშირ შემთხვევაში, კვირაში რამდენჯერმე სასამართლოს ეზოში იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ თავიანთ მეგობრებს, კოლეგებს, თანამებრძოლებს, იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ პატიმრობაში არიან და რაღაცნაირად გაჯერდა ეს. გაჯერებულია, თითქოს, რადგან საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მართლმსაჯულება უნდა იყოს პოლიტიზირებული, სასამართლო აუცილებლად უნდა იყოს მიკერძოებული და არაობიექტური. სინამდვილეში კი შეიძლება ეს ყველაფერი ასე არ იყოს და ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ამისთვის საჭიროა ცვლილებები, რომლის მოსურნე ქვეყანაში უმრავლესობაა.

ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ცვლილებები ხორჩსესხმული იყოს. სამწუხაროდ, ამ ქვეყნის განვითარების ბორბალი უკუღმა ტრიალებს და ჩვენ გვინდა წაღმა დავატრიალოთ. იქნება ის სანატრელი განვითარების დიდი ბუმი, ისევე როგორც იყო ერთხანს, მას შემდეგ რაც მოხდება ცვლილებები. ჩემთვის ყველა ის ადამიანი არის ოპოზიციურად განწყობილი, ვისაც უნდა ცვლილება, ვისაც უნდა ღირსეული ცხოვრება, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, უნდა ელემენტარული სოციალური გარანტია ჰქონდეს ამ სახელმწიფოში და გათენების არ ეშინოდეს. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდება მუდმივი ბრძოლა,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.