„მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია, — ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგის დროს განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. რა სიმბოლურია მისივე ენაზე ტრუსკავეცში რომ იმყოფება. ღამით იმყოფებოდა, ვითომ ვიდეოს რომ დებდა, სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება.
ამ კაცმა, კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა, ამ მოქმედებით, ბინძური „ფეიკით“, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრდა „ნაცმოძრაობა“. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, რადგან ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტკურად ამორალური ძალა დასრულებულიყო. წავიდა ვა-ბანკზე და ამ ვა-ბანკის, რისკის შედეგად მიღო ის, რომ „ნაცმოძრაობა“ დღეს დასრულდა და ამას ქართველი ხალხი ხვალ „ნაცმოძრაობას“ აჩვენებს სააერჩევნო ყუთებთან“,- განაცხადა მდინარაძემ.