კახა კალაძე: ძალიან დიდი მადლობა სააკაშვილს, ასე ვერავინ გააფარჩაკებდა საკუთარ პარტიასა და კანდიდატს, როგორც ეს მან შეძლო

მინდა, მადლობა გადავუხადო სააკაშვილს, ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიისა და კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, ამ ნაბიჯით „გააფარჩაკა“ პარტია და სამწუხაროდ, თავისი კანდიდატიც, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ვიდეოები იყო მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის, კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას. ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენი ხვალ, დაველოდოთ არჩევნებს. ყველაფერი იქნება წყნარად. ვერავინ გააფუჭებდა თავის პარტიას და თავის კანდიდატს ასე, როგორც სააკაშვილმა გააკეთა. ეს იყო მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს მიშა არის ბათუმში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ გადადგმული ნაბიჯით „გააფარჩაკა“ საკუთარი პარტია და სამწუხაროდ, თავისი კანდიდატი“, – განაცხადა კახა კალაძემ.