თინა ბოკუჩავა – დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს, დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე

დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს, მე დღეს დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, რუსთავის საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ზრუნავს არა საკუთარ თავზე, კომფორტზე ან თანამდებობაზე, არამედ ქვეყანაზე, რომელიც უყვარს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რაც გვაქვს.

შიმშილობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მე ძალიან ვეცადე, ჩემი მოკრძალებული აზრი მისთვის მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის პოლიტიკური პატიმარი და ეს ბრალი და მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით წარდგენილი მის მიმართ, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა, რომ გააგრძელოს შიმშილობა.

ის გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას იმაში, რომ ერთად დავასრულოთ ეს სიძულვილი, უპერსპექტივობა, სიბნელე, რომელსაც ივანიშვილი თავს ახვევს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ძალიან დიდი და ნათელი პერსპექტივა აქვს,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.