„ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!” – მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს ეხმიანება

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებს ეხმიანება.

„თბილისი! ეხლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ”, -წერია სააკაშვილის „ფეისბუქ” გვერდზე.

“მთავარი არხის” დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.

ნიკა მელია – 40,8 %
კახა კალაძე – 40,2 %
გიორგი გახარია – 8,7 %
ანა დოლიძე – 3,5 %
ანა ბიბილაშვილი – 2,6%

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით: კალაძე – 43%, მელია – 39%