“პარტია „საქართველო“-ს წარმომადგენლებს საზღვარგარეთის უბნებზე ხმის მიცემა აუკრძალეს…”

პრეზიდენტობის ჯანდიდატი გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, რომ მპგ-პარტია „საქართველო“-ს წარმომადგენლებს საზღვარგარეთის უბნებზე აუკრძალეს ხმის მიცემა.

-მპგ-პარტია „საქართველო“-ს წარმომადგენლებს საზღვარგარეთის უბნებზე აუკრძალეს ხმის მიცემა, მოტივად ასახელებენ საელჩოში 5 დღით ადრე უნდა დარეგისტრირებულიყავითო, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არღვევს საქართველოს მოქალაქეების უფლებას დააფიქსირონ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი.

ჩვენი წამომადგენელი ფატიმა ჭანტურია თურქეთის 21 საარჩევნო უბანიდან გვაწვდის აღმაშფოთებელ ფაქტებს (თურქეთის რესპუბლიკა, ქ. სტამბოლი მის.: საქართველოს გენერალური საკონსულო, ქ. სტამბოლი, ბეშიქტაშის რაიონი, ლევენტი, სუმბულის ქუჩა №17 (SÜMBÜL SOKAK N17, LEVENT/34330/BEŞIKTAŞ/İSTAMBUL/TÜRKİYE)) მას არ აძლევენ საჩივრის დაწერის უფლებასაც მისი განცხადებით უამრავი საქართველოს მოქალაქე ვისაც სურვილი აქვს გამოხატოს და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი არ ეძლევათ ამის საშუალება.
ციხეში მყოფ სისხლის სამართლის დამნაშავეებს აქვთ უფლება დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი, ხოლო ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ამ არჩევანს ართმევენ!-აცხადებს ლილუაშვილი.