კობახიძე ჟურნალისტს: თქვენი დაკარგული, წაშლილი სახე მოვიგეთ, ქალბატონო, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, თქვენი სახით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი – მძიმე მდგომარეობაში ხართ

თქვენი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამან სახე არ უნდა დაგაკარგინოთ, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს კითხვაზე, „ნაადრევი იყო თუ არა გუშინდელი ზეიმი, რას ეძახით დამაჯერებელ გამარჯვებას“.

„პირველ რიგში, ერთი რამ ვთქვათ, წაგებას სახეს ნუ დავაკარგინებთ, ეს მნიშვნელოვანია თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ მძიმე მდგომარეობაში ხართ. ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნიან. თქვენი ბელადი არის ციხეში და მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. რა თქმა უნდა, თქვენი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამან სახე არ უნდა დაგაკარგინოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს თბილისსა და მუნიციპალიტეტებში, სამი შემთხვევაა, სადაც შეიძლება, გაიმარჯვონ ოპოზიციის კანდიდატებმა, თუმცა იქაც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ. სხვა შემთხვევებში, ძალიან დიდი უპირატესობაა, როგორც თბილისში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენს კანდიდატებსა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ორივე მუნიციპალიტეტში მეორე ტურს მოვიგებთ.

საზოგადოებას დავპირდით, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებდა, თქვენი პოლიტიკური პარტია კი, დამაჯერებლად წააგებდა. თქვენ მიიღეთ 30,09% და ძალიან მძიმედ წააგეთ არჩევნები. თქვენი დაკარგული, წაშლილი სახე მოვიგეთ, ქალბატონო დეა. ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, თქვენი სახით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ციხეშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.