მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ გაავრცელა.