იცოდეთ თქვენ და უთხარით სხვასაც-“ერთი სათამაშო+ფერადი წიგნი“-შემოგვიერთდით! (ვიდეო)

ქეთი მიქაძე

ბავშვი ყველა ბავშვია და ყველგან ბავშვი, მათ უყვართ, ისინი ოცნებობენ, ელიან, უხარიათ… ბავშვების გამორჩევა შეუძლებელია, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ არიან ბავშვები, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი ზრუნვა და სიყვარული, სჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ქვეყნად სასწაულებიც არის, ოცნებებიც ხდება და ნატვრაც სრულდება…თუმცა ამის დაჯერება ყველა ბავშვს სჭირდება.

წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც ერთ დღეს სრულიად უმიზეზოდ ვიღაც უცხო ადამიანი სათამაშოს ან ლამაზ წიგნს აჩუქებს…ბავშვი გაიზრდება და ეს დღე მუდამ ემახსოვრება, მერე კი, უკვე დიდობაში აუცილებლად მოუნდება ვინმე პატარას ისეთივე სიხარული აგრძნობინოს, როგორიც ერთ დროს თავად იგრძნო…

აქციით „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში უამრავი ოჯახის კარი შეგვიღია, ამ კარებს მიღმა ყოველთვის პრობლემები გვხვდებოდა, მაგრამ არასდროს მავიწყდებიან ის ბავშვები, რომლებიც სათამაშოზე და ფერად, ლამაზსურათებიან წიგნებზე, საღებავებზე და გასაფერადებლებზე ოცნებობენ…ასე იყო ამჯერადაც, საზღვრისპირა სოფლებში პატარები სათამაშოებს და წიგნებს ნატრობენ…

ახალი წელი მოდის, ეს დღე კი ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, მოდით ერთად გავახაროთ ისინი და სიკეთის არსებობაში ვარწმუნოთ.

სწორედ ამიტომ გთხოვთ შემოგვიერთდით აქციაში

“ერთი სათამაშო+ფერადი წიგნი“

ჩვენ  ბევრჯერ ვნახეთ ერთად დგომის ძალა და ახლაც მჯერა, რომ გავერთიანდებით.

აქციას უკვე შემოუერთდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საინფორმაციო სააგენტო Regnews.ge, მარიკა მირველაშვილის მუსიკალური სტუდია “ზღაპრის ქალაქი“, მამუკა ლომაშვილის თეატრალური სტუდია „მაჩაბელა“, ა/ო “გაერთიანებული საზოგადოება”

აქციაში ჩაბმის მსურველებს „სათამაშო+ფერადი წიგნი“  შეგიძლიათ მიიტანოთ:

თბილისში – კოსტავას 21. ა/ო “გაერთიანებული საზოგადოების” ოფისი, 551109039ანი დარსალია

თბილისში – გლდანი 3 მიკრო რაიონი,  173 სკოლა. სტუდია „ზღაპრის ქალაქი“ – სამშაბათს, ხუთშაბათს ან  შაბათს. 5 93 39 27 49 – მარიკა მირველაშვილი

ბათუმში – თამარ მეფის გზატკეცილი, ახალი რკინიგზის სადგური პირველი სართული ( საქართველოს ბანკის წინ ) საინფორმაციო სააგენტო „რეგნიუსი“ ტელეფონი 574790110

ლაგოდეხში-საკრებულოს შენობაში, თქვენ თავად საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე დაგხვდებათ.

დარწმუნებული ვარ ყველა ქალაქი შემოგვიერთდება და ყველა ქალაქსა თუ სოფელში შევძლებთ ვაჩუქოთ ბავშვებს ერთი უჩვეულო დღე.

ახალ ინფორმაციას  ყოველდღე მოგაწვდით, არ დაგავიწყდეთ

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!

თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ დარეკეთ 592 00 73 75 ან მოგვწერეთ ფეისბუქ-გვერდზე.

დაუჯერეთ ამ ბავშვებს, სიკეთის კეთება არც ისე ძნელია!

 

კომენტარის დატოვება