თეა წულუკიანი: სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია? რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი? რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, გისამძიმრებთ

კარგია მეორე ტური. ოპოზიციას ისღა დარჩენია, რამდენიმე ადგილას ჩვენს ქვეყანაში მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ თა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ცესკოს დადებით მუშაობას გაუსვა ხაზი.

„სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია? რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი? რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ამას გისამძიმრებთ და მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკომ გასწია და თქვენ გაგაჩუმათ თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ​

ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46.68% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 30.7%. 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.