სააკაშვილი აქციის მონაწილეებს: „ვაწვებით” გამარჯვებამდე – მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს

რუსთავის ნომერ მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხარია დეკანოიძე, რომელმაც მანამდე ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და  სააკაშვილის წერილი შეკრებილ ხალხს წაუკითხა. სააკაშვილი  თავის წერილში ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს.

„მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, „ვაწვებით” გამარჯვებამდე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.