მინდა, დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი – მიხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს

საქართველოს მეამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს.

სააკაშვილი, ამჯერად ქუთაისელებს მიმართავს და წერს, რომ ქუთაისთან დაკავშირებით, ძალიან დიდი გეგმები აქვს:

,,ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო, იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.

ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი – შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა.
გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება. სიყვარულით, მ. სააკაშვილი”- წერს საქართველოს მესქამე პრეზიდენტი.