ოკუპანტებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ დაკავებული 3 ადამიანიდან 1 გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ დაკავებული 3 ადამიანიდან 1 გაათავისუფლეს. გათავისუფლებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გადმოიყვანა.

ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებულს, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიით გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ დაკავებისას გაქცევა სცადა, რა დროსაც ტრავმა მიიღო.