„იმედის” ოპერატორმა „მთავარი არხის” ჟურნალისტს, პირდაპირ ეთერში ხელი ჰკრა და შეაგინა – ნახეთ ვიდეო

ტელეკომპანია „იმედის” ოპერატორმა, „მთავარი არხის” ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს პირდაპირი ჩართვის დროს, ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა კლინიკა „ვივა მედთან” მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე საგანგებო განცხადებას აკეთებდა.

ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თეო გილიგაშვილი.

„პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს, კადრიც აირიოს და რაღაც ვერ გათვალო, მაგრამ ასეთ რამეს მხოლოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები აკეთებენ! ჩართვის დასრულების შემდეგ კი შენიშვნის გამო დედა აგინა ჟურნალისტს, რომლის დედის სიკვდილიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა!
ნატაშკა ჯახუტაშვილი პირდაპირ ეთერში იყო, იმედის გადამღები ჯგუფი არა! ამიტომ არც კადრი გაუფუჭებია თქვენთვის და ალბათ, ამ სინქრონიდან ნახევარზე მეტი ისედაც არ გავიდოდა თქვენს ეთერში!
ესაა იმედის მოძალადე ოპერატორი –
რატომ აძლევთ ამ ადამიანს გადაღებაზე სიარულის უფლებას, თუ არც ზრდილობა აქვს, არც გონი მოეკითხება და ვერც თავს აკონტროლებს?” – წერს გილიგაშვილი.

ნახეთ ვიდეო: https://www.facebook.com/1803120281/posts/pfbid02AYsPrgF7npizCWcPeRKeehkJ5JPaainrUXshuBntftbzaCf9bBNqUaTCd6NrTmiUl/?mibextid=v7YzmG