მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა – მესამე პრეზიდენტის წერილი „ვივა მედიდან”

მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა – ამის შესახებ განცხადება ადვოკოატმა შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა.

„ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არათუ მოიყვანეს და არცკი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა გამოაცხადა სააკაშვილმა” – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მესამე პრეზიდენტმა „ვივა მედიდან” წერილიც გაავრცელა, რომელიც მისმა ადვოკატმა წაიკითხა.

„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს” – შალვა ხაჭაპურიძის ცნობით, წერს მიხეილ სააკაშვილი.