უკრაინაში პუტინის ომს კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

უკრაინაში პუტინის ომს ახლახან კიდევ 2 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

როგორც ცნობილია, ისინი ბახმუტთან ოკუპანტების სამხედრო იერიშს ემსხვერპლნენ.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ჯერ ინფორმაცია არ აქვთ, შესაბამისად, დაღუპულთა ვინაობა არ საჯაროვდება.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის დიქტატორის სამხედრო აგრესიას უკვე 36-ე ქართველი გმირის სიცოცხლე შეეწირა.