თოვის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 65-ე, 82-ე კილომეტრზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზაზე მოძრაობის აღსადგენად, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.