კამერებით შეიარაღებულები მიხვედით დაჭერის დროს , მაგრამ დაგხვდათ მარტო პრეზიდენტი, მაგიდაზე ხინკლებით – ნანუკა ჟორჟოლიანი ღარიბაშვილს მიმართავს

ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ჟორჟოლიანის თქმით, ღარიბაშვილია საკუთარ ილუზიებშია დამარცხებული.

,,კამერებით შეიარაღებულები მიხვედით დაჭერის დროს , მაგრამ დაგხვდათ მარტო პრეზიდენტი, მაგიდაზე ხინკლებით, გაგიღოთ კარი და გაგიღიმათ და მაგ მისამართზე რომ მისულიყავით, აიღო მისი, პირადი ტელეფონი და დარეკა. ამ ზარით გითხრათ სად იყო, იმიტომ რომ ამ გზით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა როგორი ტრუსკავეცკებიც ხართ სინამდვილეში.

ახლა, უყურებთ კამერებში ყველა მისულ ადამიანს იქეთ როგორ ამშვიდებს და ეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხუმრობს და იცინის და შოკში ხართ, საკუთარ ილუზიებში დამარცხებულებმა არ იცით საკუთარი ქაქიდან როგორ გამოხვიდეთ.

ერთი, მიშა სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების შეეშინდა და ვერ ჩამოვიდა, მეორე არეულობა მოაწყო, მესამე ტრუსავეცკში იყო, მეოთხე თქვენ დაიჭირეთ და არ ჩაგბარდათ, მეხუთე ბიძინას ექსკლუზიური მონა არ ხართ და მეექვსე თქვენი წერილის 1% მაინც არის სიმართლე და ბოლოს, მაგ სიმართლით იარეთ, იხარეთ და მეორე ტურები მოიგეთ ბატონო ირაკლი” – წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, დღეს  ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ღია წერილს გაავრცელა.

,,მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს. ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია” – წერს ღარიბაშვილი.