უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში რამდენიმე თანამდებობის პირს უფლებამოსილება შეუჩერდა

უკრაინის სასაზღვრო სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს. ამის შესახებ украiнская правда წერს. ამის შესახებ სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ ისაუბრა.

„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ნამდვილად აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას. უკრაინიდან მისი გასვლის გარემოებებისა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტის გამოძიება მიმდინარეობს. დეტალურად მოწმდება ინფორმაცია, თუ როგორ გავიდა ის უკრაინის საზღვრებს გარეთ.

უწყების სამხრეთი რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობიდან რამდენიმე თანამდებობის პირს გამოძიების მიმდინარეობისას და მისი შედეგების გამოტანამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა“, – განაცხადა სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.