მიშას არანაირი ფსიქოლოგიური წნეხი არ გააჩნია იმის გამო, რომ საპატიმრო დაწესებულებაშია – ეს არის ტყუილი და უსინდისო ჭორიკნობა ღრიბაშვილის მხრიდან – ბექა ბასილაია

მიშას არანაირი ფსიქოლოგიური წნეხი არ გააჩნია იმის გამო, რომ საპატიმრო დაწესებულებაშია – ეს არის ტყუილი და უსინდისო ჭორიკნობა ღრიბაშვილის მხრიდან – ამის შესახებ ,,პალიტრანიუსის” ეთერში სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით სააკაშვილის მიზანია საქართველოს განთავისუფლება ოლიგარქიული რეჟიმისგან.

,,მე მიშასთან მაქვს ყოველდღიური შეხება და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სრულიად ლაღად, მხნედ და ჯანსაღად გამოიყურება მიშა. მას არანაირი ფსიქოლოგიური წნეხი არ აქვს იმის გამო, რომ ის ციხეშია. მისი ამოცანა არის, რომ ქართული საზოგადოება გათავისუფლდეს ამ ოლიგარქიული მარწუხებისგან და ამას თანმიმდევრულად მიყვება ის.

ღარიბაშვილის წერილი ეს იყო მეცხრამეტე საუკუნის ჟანდარმერიის აგენტის მიერ გავრცელებული ჭორები, რომ სახელი შეებღალათ რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანისთვის. ასეთი ნარატივი შემოგვთავაზა ღარიბაშვილმა”  განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის  შემდეგ სრულიად შეიცვალა.