სააკაშვილი რას გააკეთებდა 2 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, როდესაც გაიგებდა ეგზიტპოლის შედეგებს – იტყოდა, უი, წავაგეთ და ჩავჯდები ახლა ციხეში? თუ იტყოდა, რომ ახლა ყველა გავდივართ ბარიკადებზე – შალვა პაპუაშვილი

სააკაშვილი რას გააკეთებდა 2 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, როდესაც გაიგებდა ეგზიტპოლის შედეგებს, იტყოდა, რომ უი, წავაგეთ და ჩავჯდები ახლა ციხეში? თუ იტყოდა, რომ ახლა ყველა გავდივართ ბარიკადებზე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ,,პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

,,შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ სააკაშვილი კონტეინერს ჩუმად შემოყვა იმისთვის, რომ აქ მშვიდობიანად მიელოცა საკუთარი ამომრჩევლისთვის გამარჯვება. თავად ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ 2 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, გამარჯვების და ,,ქართული ოცნების” დამარცხების დღე. ისინი ემზადებოდნენ ამ შედეგისთვის. სააკაშვილი რას გააკეთებდა 2 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, როდესაც გაიგებდა ეგზიტპოლის შედეგებს. იტყოდა, რომ უი წავაგეთ და ჩავჯდები ახლა ციხეში? თუ იტყოდა, რომ ახლა ყველა გავდივართ ბარიკადებზე” – განაცხადა პაპუაშვილმა.