ვეწინააღმდეგები, რომ ვაქცინაცია საზოგადოების რაიმე ჯგუფისთვის გახდეს სავალდებულო, – მაინც იქნება მოქალაქეების რაღაც ჯგუფი, რომელიც ვერ ჩაიტარებს ვაქცინაციას – თამარ გაბუნია

რაც არ უნდა სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია მაინც იქნება მოქალაქეების რაღაც ჯგუფი, რომელიც ვერ ჩაიტარებს ვაქცინაციას – უნდა ვისაუბროთ გარკვეულ ალტერნატივაზე – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ,,პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

გაბუნიას განცხადებით, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება სავალდებულო ვაქცინაციას.

,,აცრის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ყველას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება  საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინტერვენციის შესახებ. ამას ამბობს პაციენტის უფლებების კანონი.

მე ამას ვეწინააღმდეგები, რომ ვაქცინაცია საზოგადოების რაიმე ჯგუფისთვის გახდეს სავალდებულო. რაც არ უნდა სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია მაინც იქნება მოქალაქეების რაღაც ჯგუფი, რომელიც ვერ ჩაიტარებს ვაქცინაციას, უნდა ვისაუბროთ გარკვეულ ალტერნატივაზე.

ჩვენ გვაქვს რესური, რომ მივიდეთ სამიზნემდე. ეს არის ოჯახის ექიმის რესური, ვაქცინაციის მარათონი. ვინც მოვიდა აქამდე, ეს ადამიანები მოვიდნენ საკუთარი სურვილით. ჩვენ ჯერ ანტივაქსერებამდე ვერ მივედით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეადგენენ საზოგადოების სულ რაღაც 15%-ს” – განაცხადა გაბუნიამ.