ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს, – ამის შესახებ  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს.

„მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე უცნობია მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია. ორი ბავშვია გადაყვანილი კლინიკაში. ახლა მიმდინარეობს დაზუსტება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.