სიახლე – „ლაგოდეხის ახალგაზრდული საკრებულო“ მოტივაციაა მომავლი თაობებისთვის

მაშინ, როცა საზოგადოების მხრიდან არაერთი რაიონის საკრებულოს მიმართ გვსმენია უკმაყოფილება და ხალხთან კომუნიკაციის არარსებობა, ნამდვილად მისასალმებელი და მისაბაძია ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის, გოდერძი ბარბაქაძის მიერ განხორციელებული პროექტი  „ ლაგოდეხის ახალგაზრდული საკრებულო“

„ლაგოდეხის ახალგაზრდული საკრებულო“ წარმოადგენს IX-X კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელშიც წარმოდგენილია მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდები.

ახალგაზრდული საკრებულო აერთიანებს ლაგოდეხის თხუთმეტივე თემის ახალგაზრდებს. ახალგაზრდები ეცნობიან საკრებულოს საქმიანობის სპეციპიკას, აქვთ კომუნიკაცია საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს წევრებთან.

15211760_1849947645293890_565600036_n 15226459_1849947658627222_1610908494_n

„ მსურს ჩემი ხედვები,მოსაზრებები და გამოცდილება გავუზიარო ჩვენს მომავალ თაობას. უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს , რომ ჩვენი მომავალი ახალგაზრდობაა და ჩვენი მერმისი იმაზეა დამოკიდებული , თუ რას გააკეთებენ და როგორ მოიქცევიან ისინი, მე იმედით შევყურებ ჩვენს მომავალს, ისინი განვითარების, სიკეთის გზაზე დგანან და ამ გზით სვლას გააგრძელებენ მომავალშიც. ჩემი უმთავრესი მიზანია გამოკვეთოს და ასპარეზი მისცეს ენერგიულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რათა ისინი ჩადგნენ ქვეყნის და ქალაქის სამსახურში“-აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე.

15208046_1849947651960556_1675748031_n 15211595_1849947655293889_37375883_n

 

კომენტარის დატოვება