მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მონაწილეობას მივიღებ არა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში, არამედ მონაწილეობას მივიღებ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული – პაატა მანჯგალაე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო, პოლიტიკური ნიშნით ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ, ყელას აქვს უფლება, ისარგებლოს ადვოკატის უფლებით, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ადამიანის უფლებების ნორმებით.

რაც შეეხება კითხვას, „აქციაში პერსონალურად მიიღებს მონაწილეობას, თუ პარტია?“, – მანჯგალაძის თქმით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის შეკრებაზე მიიღებენ, მანამდე კი, როგორც საქართველოს მოქალაქე, მონაწილეობას მიიღებს აქციაში, რათა ადამიანის უფლებები დაცული იყოს.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 10 დღეში პარტიის შეკრება და საბოლოო ჯამში ჩვენს სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მად მივიღებთ. მანამდე, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მონაწილეობას მივიღებ არა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში, არამედ მონაწილეობას მივიღებ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებოდნენ“, – დასძინა პაატა მანჯგალაძემ.