„8 კაცი თუთიის კუბოთი დაბრუნდა” – უკრაინელმა ბებიამ 8 რუსი ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა – UNIAN

უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინელმა ბებიამ 8 რუსი სამხედრო ღვეზელებით მოწამლა.

გამოცემა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეყრდნობა, რომელშიც ოკუპანტებისა და ქალის საუბარი ისმის.

„საჭმელი არაფერი გვაქვს, გუშინ იხვი მოიპარეს. მაღაზიებს ვბომბავთ. ვშიმშილობთ! ბებიამ ღვეზელი მოიტანა, 8 კაცი თუთიის კუბოთი დაბრუნდა”. – ირკვევა ჩანაწერიდან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხის ბრძანება 24 გასცა.