სპეცოპერაცია დუშეთში – პირი, რომელიც სავარაუდოდ ამერიკის ვიზებს უკანონოდ ამზადებდა, დააკავეს

დუშეთში, სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის ვიზებს უკანონოდ უმზადებდა.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში იგი საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებდა.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მობილიზებულია პოლიცია.