“თავისუფალმა დემოკრატებმა” ცესკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

 საარჩევნო ადმინისტრაციის განკარგულებით მრეწველებს დაფინანსება ეზრდებათ. ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებას „თავისუფალი დემოკრატები“ სასამართლოში გაასაჩივრებენ , რადგან „მრეწველების“დაფინანსების გაზრდით,  “თავისუფალი დემოკრატები”  კომისიებსა და ცესკოში წარმომადგენლების გარეშე რჩებიან. “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემაა.

 “სამართლებრივი წიაღსვლები აქ არ არის საჭირო, უბრალოდ სამართლიანობის ლოგიკიდან რომ გამოვიდეთ, ამ არჩევნების შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალმა დემოკრატებმა” მოვიპოვეთ ხმათა 4.63%, “მრეწველებმა” ბლოკში მოიპოვეს, სხვა პარტიასთან ერთად 0.78%, მაგრამ ვიღებთ შედეგს, რომ ამ შედეგებიდან გამომდინარე, “თავისუფალი დემოკრატები” ვკარგავთ კომისიის წევრების ყოლის უფლებას და ამ უფლებას იძენენ “მრეწველები”. ეს არის ჩვენი დემოკრატიის პრობლემა“ – განაცხადა შავგულიძემ.

კომენტარის დატოვება