ეროვნული ბანკის საბჭოს სამი ახალი წევრი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა 3 დეკემბერს ეწურება. დღეს კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საზოგადოებას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სამი კანდიდატი: არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეტარი  წარუდგინა.

მისივე თქმით კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკითხის დეტალურად განხილვის შემდეგ მიიღო.

კომენტარის დატოვება